საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირადი დაცვის კიდევ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირადი დაცვის კიდევ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პირადი დაცვის კიდევ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

მანამდე კორონავირუსი გიორგი გახარიას დაცვის ერთ თანამშრომელს დაუდგინდა, რის გამოც საქართველოს პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე გუშინ დაწერა.

„სამწუხაროდ, მე ახლა განსხვავებულ რეჟიმში მიწევს მუშაობა, რადგან ჩემს თანამშრომელს, რომელთანაც გუშინ მქონდა ხანგრძლივი კომუნიკაცია, მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებისას დაუდგინდა კორონავირუსი. შესაბამისად, გადავედი თვითიზოლაციაში და ამ რეჟიმშიც ვაგრძელებ მუშაობას“, –  წერს გიორგი გახარია.