კორონავირუსი გიორგი გახარიას დაცვის თანამშრომელს დაუდგინდა
კორონავირუსი გიორგი გახარიას დაცვის თანამშრომელს დაუდგინდა

კორონავირუსი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დაცვის თანამშრომელს დაუდგინდა, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ.

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თვითიზოლაციაში გადავიდა. როგორც პრემიერი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე წერს, თანამშრომელს, რომელთანაც გუშინ ჰქონდა ხანგრძლივი კომუნიკაცია, მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებისას კორონავირუსი დაუდგინდა.