საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

„ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკური დირექტორი გიორგი კორძახია აცხადებს, რომ საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ილია თვალიაშვილი ნეიროქირურგიულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას.

როგორც გიორგი კორძახია აცხადებს, მისი გაწერა დღეს არ იგეგმება.

„იყო თვალ-გუგის დაზიანება და თავის ტვინის შერყევა. დაზიანების ხარისხი არის ზედაპირული და არ არის მოსალოდნელი ხანგრძლივი ინვალიდობის შედეგი“, – აცხადებს გიორგი კორძახია.

რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა გუშინ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი.

დატოვე კომენტარი