საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილზე ძალადობაში ბრალდებულ კიდევ ერთ პირს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა
საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილზე ძალადობაში ბრალდებულ კიდევ ერთ პირს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილისა და „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე (მირანდა ბაღათურია და ლექსო ლაშქარავა) განხორციელებული ჯგუფური ძალადობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. მოსამართლე ნინო ელიეშვილმა საქმეში ბრალდებული ყველა პირი დამნაშავედ ცნო და ხუთ-ხუთ წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მოსამართლემ ილია თვალიაშვილის ეპიზოდზე ბრალდებულ ცოტნე ჩიხლაძეს 117-ე მუხლი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება გადაუკვალიფიცირა 126-ე მუხლით, რაც გულისხმობს ძალადობას. მოსამართლის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა საქმეში არ არის წარმოდგენილი.

ამასთან, „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე ძალადობისთვის ხუთ-ხუთი წელი შეეფარდათ დავით კუტალაძეს, ოთარ გელაშვილს, გია გიგუაშვილს, თორნიკე დავლაშერიძეს და აკაკი ნაკაშიძეს.

შეგახსენებეთ, საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ ორი პირი – გიორგი მაღრაძე და გიორგი წარუაშვილი სასამართლომ დღეს დამნაშავედ ცნო. მოსამართლე კონსტანტინე კოპალიანმა მათ ერთი წლითა და სამი თვით პატიმრობა შეუფარდა.