საქართველოს პირველ არხზე გადაცემა „ტაიმაუტს“ ხუთშაბათობით ვლადიმერ გუცაევი წაიყვანს

18:24, 03.02.2020

საქართველოს პირველ არხზე გადაცემა „ტაიმაუტს“ ყოველ ხუთშაბათს, ქართული ფეხბურთის ლეგენდა, ვლადიმერ გუცაევი წაიყვანს.

გადაცემაში, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ქართული და უცხოური ფეხბურთის ამბებს მიმოიხილავენ.

ვლადიმერ გუცაევი გადაცემას 6 თებერვლიდან, 12:30 საათზე ხუთშაბათობით გაუძღვება.

მსგავსი