საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ექიმებისადმი მადლიერება ტაშით გამოხატეს

საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ექიმებისადმი მადლიერება ტაშით გამოხატეს.

პარლამენტის სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლადო კახაძემ მადლობა გადაუხადა ექიმებს, სანიტრებსა და თავისი საქმის პროფესიონალებს.

„მინდა, მადლობა ვუთხრა ადამიანებს, რომელთა სახელების ხსენებაზეც სრულიად საქართველო ერთიანდება. ესენი არიან ექიმები, ექთნები, სანიტრები – პროფესიონალები თავიანთი საქმის, რომლებიც თავისი პროფესიონალიზმითა და მზრუნველობით კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად დააღწევს თავს ამ გართულებას. ვთხოვ დარბაზში მყოფ ყველა ადამიანს, ტაშით მივეგებოთ ჩვენი ექიმების დამსახურებულ საქმიანობას.

დეპუტატმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და განსაკუთრებით გამოყო შექმნილ ვითარებაში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, დროული, ოპერატიული და გამართული მუშაობა.

„მინდა, მადლობა ვუთხრა საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც გონივრულად მოეკიდა ამ სირთულეს, შეაფასა თავისი თავი, როლი და ადგილი. მინდა, იმედიანი შეძახილით მივმართო ასევე სრულიად საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, ვინც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს“, – განაცხადა ლადო კახაძემ.