საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი – სამძიმარს ვუცხადებთ თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ

23:28, 06.02.2023

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი მწუხარებას გამოთქვამს თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„სრულიად განადგურებულები ვართ თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განცხადებაში, რომელიც კომიტეტის „ტვიტერის“ გვერდზე გავრცელდა.

დღეს თურქეთის სამხრეთ ნაწილში მომხდარ ორ დამანგრეველ მიწისძვრას 1650-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვი 11 000-ს აღემატება. ქვეყანაში შვიდდღიანი გლოვა გამოცხადდა.

მსგავსი