თურქეთში შვიდდღიანი გლოვა გამოცხადდა
თურქეთში შვიდდღიანი გლოვა გამოცხადდა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში შვიდდღიანი გლოვა გამოაცხადა.

ერთი კვირის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით და საზღვარგარეთ თურქეთის დიპლომატიური მისიების შენობებზე დაშვებული იქნება დროშები.

დღეს თურქეთის სამხრეთ ნაწილში მომხდარ ორ დამანგრეველ მიწისძვრას 1650-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვი 11 000-ს აღემატება.