საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

24-25 ივლისს საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი ეწვევა.

სომეხ კოლეგას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უმასპინძლებს. საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა 24 ივლისს გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში ზოჰრაბ მნაცაკანიანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან.

სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალს. ის ასევე ეწვევა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და შეხვდება სომხური დიასპორის წარმომადგენლებს.