საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ათენში გამართული სამიტი არ იყო ევროკავშირის ღონისძიება და ძირითადი საკითხი გაფართოების თემა არ ყოფილა
საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ათენში გამართული სამიტი არ იყო ევროკავშირის ღონისძიება და ძირითადი საკითხი გაფართოების თემა არ ყოფილა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ათენში გამართული სამიტი, რომელზეც მიწვეული იყვნენ უკრაინა და მოლდოვა, ეძღვნებოდა ომის თემას და ღონისძიების ძირითადი თემა არ ყოფილა გაფართოების საკითხი.

როგორც ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა, არჩილ ყარაულაშვილმა განმარტა, ათენში გამართული სამიტი იყო არაფორმალური და არ იყო ევროკავშირის ღონისძიება.

„21 აგვისტოს ათენში გაიმართა არაფორმალური სამიტი, რომელიც მიეძღვნა თესალონიკის ცნობილი სამიტის 20 წლისთავს. ამ შემთხვევაში, ეს არ იყო ევროკავშირის ღონისძიება, არამედ ბერძნული მხარის. თვითონ ევროკავშირის წარმომადგენლები ამ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, როგორც სტუმრები.

ღონისძიების ძირითადი თემა არ ყოფილა გაფართოება, არამედ იყო უკრაინაში ომი. სწორედ ამიტომ იყვნენ დაპატიჟებული უკრაინა და მოლდოვა. მოლდოვა, მიიჩნევა, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული მხარე ამ ომის გამო. ზოგადად უნდა ითქვას, რომ უკრაინა და მოლდოვა ძალიან ხშირად არიან ომისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დაპატიჟებული“, – განაცხადა ყარაულაშვილმა.