საქართველოს ნაკრებმა ტაილანდთან და კვიპროსთან მოახლოებული მატჩებისთვის შეკრება დაიწყო #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებმა ტაილანდთან და კვიპროსთან მოახლოებული მატჩებისთვის შეკრება დაიწყო #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თბილისში შეიკრიბა და ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. 12 ოქტომბერს „ჯვაროსნები“ ამხანაგურ შეხვედრაში ტაილანდს დაუპირისპირდებიან, ხოლო 15-ში ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს კვიპროსის წინააღმდეგ გამართავენ.

ამ მატჩებისთვის საქართველოს ნაკრები 24 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება.

მეკარეები: გიორგი ლორია („დინამო თბილისი“, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი);

მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), საბა კვერკველია („ალ ახდუდი“ საუდის არაბეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, იტალია), ივა გელაშვილი („სპეცია“, იტალია), სანდრო კალანდაძე („დინამო თბილისი“, საქართველო), ირაკლი აზაროვი („შახტარი“ უკრაინა);

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), გაბრიელ სიგუა („ბაზელი“, შვეიცარია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ესპანეთი), ლადო მამუჩაშვილი („დინამო“ ბათუმი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო თბილისი“, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგერი“, ავსტრია), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, აშშ), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი“, ინგლისი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი);

თავდამსხმელები: ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, საბერძნეთი), გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, აზერბაიჯანი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია).

მატჩების განრიგი:

12 ოქტომბერი

20:00 | საქართველო – ტაილანდი

15 ოქტომბერი

17:00 | საქართველო – კვიპროსი

საქართველოს ნაკრების ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩების პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.