საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარში ივარჯიშა
საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარში ივარჯიშა
საქართველოს ეროვნული ნაკრები გიბრალტარშია და ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურში დაუპირისპირდება.
 
„ჯვაროსნებმა“ მატჩისწინა ბოლო ვარჯიში ჩაატარეს. ვლადიმირ ვაისმა გუნდი მსუბუქად, ერთი საათი დატვირთა. ეროვნული ნაკრები მატჩისთვის 19 ფეხბურთელით ემზადება. შეგახსენებთ, რომ გუნდს ტრავმების გამო თორნიკე ოქრიაშვილი, ვაკო გვილია და საბა ლობჯანიძე ვერ დაეხმარებიან, ხოლო გურამ კაში გუნდს ოჯახური მიზეზებით გამოაკლდა.
საქართველოს ნაკრების 19-კაციანი შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)
გიბრალტარისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. მატჩი 15 ოქტომბერს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.