საქართველოს ნაკრებმა ესპანურ შეკრებაზე პირველი ვარჯიში გამართა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებმა ესპანურ შეკრებაზე პირველი ვარჯიში გამართა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთში შეკრებაზე პირველი ვარჯიში ჩაატარა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ნაკრების პრესსამსახურის ცნობით, გუნდთან ერთად არ უვარჯიშია ორ მოთამაშეს – ამერიკული „ატლანტას“ შემტევ ნახევარმცველ საბა ლობჟანიძეს და ბოსნიური „სარაევოს“ კაპიტანს, გიორგი გულიაშვილს, რომლებიც ნაკრებს გვიან შეუერთდნენ.

ოქტომბერში საქართველოს ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორ შეხვედრას გამართავს და მათ პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

11 ოქტომბერი | ესპანეთი – საქართველო (ელჩე, 22:45)
14 ოქტომბერი | თურქეთი – საქართველო (იზმითი, 22:45)

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული“, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი („პაოკი“, საბერძნეთი), დავით კერესელიძე („დილა“, გორი)

მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), ლაშა დვალი („ცსკა 1948 სოფია“, ბულგარეთი), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, უკრაინა), ლუკა ლოჩოშვილი („ნიურნბერგი“, გერმანია), გიორგი გოჩოლეიშვილი („ჰამბურგი“, გერმანია), საბა გოგლიჩიძე („უდინეზე“, იტალია), ივა გელაშვილი („პანსერაიკოსი“, საბერძნეთი)

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („სპორტინგი“, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი („კრაიოვა“, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე („კოლოსი“, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი („ტორპედო“, ქუთაისი), ნოდარ ლომინაძე („ეშტორილი“, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი („მეცი“, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი“, საფრანგეთი), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, აშშ)

თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი“, გერმანია), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე“, იტალია), გიორგი გულიაშვილი („სარაევო“, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი მიქაუტაძე („ვილიარეალი“, ესპანეთი)