საქართველოს ნაკრებმა „დინამო არენაზე“ ივარჯიშა - გუნდს დავით ვოლკოვი შეუერთდა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრები ფარერის კუნძულებისა და კაბო ვერდეს ნაკრებებთან ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას აგრძელებს.
შეკრების მეოთხე დღეს ჩვენმა გუნდმა ვარჯიში, ტექნიკური ცენტრის, „ბასას“ ნაცვლად, „დინამო არენაზე“ ჩაატარა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ეროვნულ ნაკრებს აზერბაიჯანული „ზირას“ თავდამსხმელი დავით ვოლკოვი შეემატა.

ივნისის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ნაკრები პირველ ამხანაგურ შეხვედრას 5 ივნისს „დინამო არენაზე“ ფარერის კუნძულების წინააღმდეგ გამართავს.
მეორე მატჩი 8 ივნისს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩატარდება — მეტოქე კაბო ვერდეს ეროვნული ნაკრები იქნება. ორივე შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.