საქართველოს ნაკრებმა 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე უკრაინა დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
ბოსნია-ჰერცეგოვინას დედაქალაქ სარაევოში, 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს გუნდური შეჯიბრება იმართება. საქართველოს ნაკრებმა მეოთხედფინალში უკრაინის ეროვნული გუნდი 4:3 დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.
შეჯიბრებაზე ორთაბძოლები მოიგეს – საბა ინანეიშვილმა, ნიკა ხარაზიშვილმა და მიხეილ ბახბახიშვილმა. 3:3-ზე კი წილისყრით გადამწყვეტი დაპირისპირების გამართვა მოუწია მძიმეწონოსან სოფიო სომხიშვილს, რომელმაც უკრაინელი მეტოქე იპონით დაამარცხა.
ჩვენი გუნდი ფინალში გასასვლელად თურქეთს შეხვდება.