საქართველოს ნაკრების მეტოქე | მაიკლ ო’ნილმა „ბლექბერნზე“ უარი თქვა და კვლავ ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნულ გუნდს გაწვრთნის #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების მეტოქე | მაიკლ ო’ნილმა „ბლექბერნზე“ უარი თქვა და კვლავ ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნულ გუნდს გაწვრთნის #1TVSPORT

ერთა ლიგაზე საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქის, ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად კვლავ მაიკლ ო’ნილი იმუშავებს. ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციის ცნობით, გამოცდილმა სპეციალისტმა ახალი კონტრაქტი გააფორმა და 25 სექტემბერს თბილისში, ერთა ლიგის ახალი გათამაშების მატჩში ეროვნულ გუნდს სწორედ ის უხელმძღვანელებს.

ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების პარალელურად, მაიკლ ო’ნილი „ბლექბერნ როვერსსაც“ წვრთნიდა, თუმცა ინგლისური კლუბის ახალ შეთავაზებაზე უარი თქვა და ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოსტზე დარჩენა ამჯობინა.

ო’ნილი „ბლექბერნის“ დროებით მენეჯერად თებერვალში დაინიშნა. მას სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს მას შემდეგ, რაც გუნდს მომავალი სეზონისთვის ინგლისის ჩემპიონშიფში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარა.