საქართველოს ნაკრების ახალწვეულებს მაისურები გადასცეს
საქართველოს ნაკრების ახალწვეულებს მაისურები გადასცეს

ევრო2020-ის შესარჩევ ციკლში დანიასთან დაპირისპირებამდე, საქართველოს ნაკრების გასახდელში ახალწვეულებს ეროვნული გუნდის მაისურები გადასცეს.

ყაზანის „რუბინის“ 18 წლის ნახევარმცველი ზუკა დავითაშვილი და თურქულ „კონიასპორში“ თბილისის „დინამოდან“ გადასული ლევან შენგელია ვლადიმირ ვაისმა შეკრებაზე პირველად გამოიძახა.

მოთამაშეებს მაისურები ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა და ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გადასცეს.

შენგელია სამატჩო განაცხადშია, თუმცა, დავითაშილი დანიასთან შეხვედრას ტრავმის გამო ვერ ეხმარება.