შვედეთის შემდეგ უზბეკეთთან - საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას გამართავს #1TVSPORT
შვედეთის შემდეგ უზბეკეთთან - საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას გამართავს #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მიმდინარე წლის ნოემბერში ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი 2021 წლის ბოლო მატჩში, საკუთარ მოედანზე უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 15 ნოემბერს, 18:00 საათზე დაიწყება.

უზბეკეთის წინააღმდეგ გასამართ მატჩამდე საქართველოს ეროვნული ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩს შვედეთის წინააღმდეგ გამართავს. საქართველოსა და შვედეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირებას 11 ნოემბერს, 21:00 საათზე ბათუმის ახალი სტადიონი უმასპინძლებს.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი

11 ნოემბერი | 21:00
საქართველო – შვედეთი

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი

15 ნოემბერი | 18:00
საქართველო – უზბეკეთი

Nakrebi.ge