საქართველოს ნაკრები შესარჩევ ციკლში ქულებით მე-40 ადგილზეა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები შესარჩევ ციკლში ქულებით მე-40 ადგილზეა #1TVSPORT

ევროპულ ზონაში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრები დასრულდა.

საუკეთესო შედეგი ორ ნაკრებს აქვს – გერმანიამ და დანიამ ციკლი 27-27 ქულით დაასრულეს. ყველაზე ცუდი შედეგი ლიხტენშტაინს (1), მოლდოვას (1), აზერბაიჯანს (1), სან მარინოსა (0) და გიბრალტარს (0) აქვთ.

მუნდიალის შესარჩევში საქართველოს ნაკრებმა 7 ქულა დააგროვა და ამ მაჩვენებლით ევროპის 55 ქვეყანას შორის, ბოსნიასთან ერთად მეორმოცე-ორმოცდამეერთე ადგილებს იყოფს.

გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი ნაკრები 5-გუნდიან ჯგუფში იყო და გაგვასწრო მაგალითად 6-გუნდიან ჯგუფში მყოფმა ლატვიამ, რომელმაც უსუსტეს გიბრალტართან 6 ქულა აიღო, მაგრამ ამ გუნდმა გასვლაზე ფრედ ითამაშა თურქეთთან (3:3), მონტენეგროსთან (0:0) და ნორვეგიასთან (0:0). ამავე დროს, გაგვასწრო ლუქსემბურგმა, რომელიც ჩვენსავით 5-გუნდიან ჯგუფში იყო.

ტოპ-10

გერმანია 27

დანია 27

ინგლისი 26

ხორვატია 23

ნიდერლანდები 23

შოტლანდია 23

რუსეთი 22

თურქეთი 21

სერბეთი 20

ბელგია 20

პოლონეთი 20

ესპანეთი 19

საფრანგეთი 18

შვეიცარია 18

ჩრდ. მაკედონია 18

ნორვეგია 18

ალბანეთი 18

პორტუგალია 17

უნგრეთი 17

რუმინეთი 17

იტალია 16

ავსტრია 16

ისრაელი 16

უელსი 15

შვედეთი 15

ჩეხეთი 14

სლოვაკეთი 14

სლოვენია 14

უკრაინა 12

სომხეთი 12

მონტენეგრო 12

ფინეთი 11

საბერძნეთი 10

ისლანდია 9

ლუქსემბურგი 9

ჩრდ. ირლანდია 9

ლატვია 9

ირლანდია 9

ბულგარეთი 8

40. საქართველო 7

ბოსნია 7

ანდორა 6

კოსოვო 5

ფარერები 4

ესტონეთი 4

კვიპროსი 5

მალტა 5

ლიეტუვა 3

ბელორუსია 3

ყაზახეთი 3

ლიხტენშტაინი 1

მოლდოვა 1

აზერბაიჯანი 1

სან მარინო 0

გიბრალტარი 0