საქართველოს ნაკრები პრომოფინალშია | საპლაჟო ფეხბურთი
ქართული საპლაჟო ფეხბურთის ისტორიული შედეგი აჩვენა – საქართველოს ეროვნულმა საპლაჟო ნაკრები „ბ“ დივიზიონის პრომოფინალში იასპარეზებს.
პორტუგალიის ქალაქ ნაზარეში დასრულებულ ევროპის ლიგის „ბ“ დივიზიონის ბოლო მატჩში საქართველოს ნაკრები დანიას შეხვდა და მეტოქესთაბ ანგარიშით 2:4 დამარცხდა (ვიდეო). მეტოქის კარი მახარაძემ და ივანიაძემ აიღეს.
წაგების მიუხედავათ, ჩვენმა ნაკრებმა „ბ“ დივიზიონის „ა“ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და დივიზიონის პრომოფინალში იასპარეზებს, რომელსაც 2019 წლის 5-8 სექტემბერს პორტუგალიის ქალაქ ფიგუეირა უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ საპლაჟო ფეხბურთის ნაკრებმა ევროპის ლიგაზე პირველი ორი შეხვედრა მოიგო – ბულგარეთთან 4:3, ხოლო ნორვეგიასთან – 6:3.