ამხანაგური ნიდერლანდებთან - ივნისში საქართველოს ნაკრების სპარინგი დაიგეგმა #1TVSPORT
ამხანაგური ნიდერლანდებთან - ივნისში საქართველოს ნაკრების სპარინგი დაიგეგმა #1TVSPORT

6 ივნისს საქართველოს ეროვნული გუნდი ნიდერლანდებს დაუპირისპირდება. მატჩი ენსხედეში, საფეხბურთო კლუბ „ტვენტეს“ სტადიონზე გაიმართება – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მიმდინარე წლის ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა, რომ ქვეყნის ეროვნული გუნდები, ერთმანეთს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან. 6 ივნისს, ქალაქ ენსხედეში, საფეხბურთო კლუბ ტვენტეს სტადიონზე ნიდერლანდებსა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა მატჩი შედგება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ორი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებს შორის, ეს იქნება ისტორიაში პირველი დაპირისპირება“, – წერია ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურის გავრცელებულ ცნობაში.

„ნარინჯისფრებისთვის“ ეს იქნება გენერალური რეპეტიცია ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის წინ, რომელიც 11 ივნისს დაიწყება.

ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი, ნიდერლანდებთან მატჩამდე კიდევ ერთ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. 2 ივნისს, საქართველოს ნაკრები სტუმრად რუმინეთს შეხვდება. ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრას, საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს საკუთარ მოედანზე კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს.

დატოვე კომენტარი