ტაიმაუტი | ლევან კობიაშვილი - სანიოლმა და მისმა სამწვრთნელო სტაფმა გუნდთან ფსიქოლოგიურად კარგად იმუშავა #1TVSPORT
ტაიმაუტი | ლევან კობიაშვილი - სანიოლმა და მისმა სამწვრთნელო სტაფმა გუნდთან ფსიქოლოგიურად კარგად იმუშავა #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილი საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ იყო მიწვეული, სადაც ეროვნული ნაკრების განვლილი მატჩების შესახებ ისაუბრა და სანიოლისა და მისი სამრწვთნელო სტაფის მუშაობაც შეაფასა.

„პირველი ჩნდება კითხვა, რა ფეხბურთს თამაშობს გუნდი. ეს ფეხბურთელებმა მოკლე პერიოდში გაიგეს. მე დარწმუნებული ვარ, ვილისთან ერთად ამ გუნდს მომავალი აქვს. მიხარია, რომ სამწვრთნელო სტაფის და გუნდის ერთიანობამ კარგად იმუშავა. ცხადია, სანიოლი რაღაცებში კმაყოფილია, რაღაცებით კი უკმაყოფილოა“, – განაცხადა „ტაიმაუტში“ ლევან კობიაშვილმა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნაკრების შესახებ საკუთარი მოსაზრებაც გაამხილა.

„მისასალმებელია, რომ სათამაშო დისციპლინის მხრივ პოზიტივი იყო. თუმცა, პრობლემები გვაქვს და ვილი სანიოლისთან ამაზე ვისაუბრეთ. ვიცით, რომელია ჩვენი ნაკრების მტკივნეული ადგილები და რა მიმართულებით უნდა ვიმუშავოთ“.

კობიაშვილის თქმით, სანიოლის სტაფმა გუნდის წევრების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე კარგად იმუშავა.

„პირველი ორი მატჩის დასანანი წაგების შემდეგ ვილიმ და მისმა სამწვრთბელო სტაფმა გუნდთან ფსიქოლოგიურად კარგად იმუშავა. ორი ურთულესი თამაში წავაგეთ და იყო იმედგაცრუება, წასაგები მატჩები არ იყო, გუნდთან ფსიქოლოგიური მუშაობა იყო საჭირო საბერძნეთთან, რომელიც დასვენებული იყო და სახლში თამაშობდა. ამას დაემატა გასვლაზე გაშვებული გოლი. მაგრამ ამის შემდეგ შევუტიეთ და გოლის გატანა მოვახერხეთ. ამის შემდეგ ჩვენ უფრო ვიყავით გუნდი, რომელსაც მოგება სურდა და სჯეროდა“.