საქართველოს ნაკრები გიბრალტარში გაემგზავრა - ჩაკვეტაძე ბოლო მატჩსაც გამოტოვებს #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები გიბრალტარში გაემგზავრა - ჩაკვეტაძე ბოლო მატჩსაც გამოტოვებს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრები გიბრალტარშია, სადაც უეფა-ს ერთა ლიგის C4 ჯგუფის ბოლო შეხვედრას გამართავს. ეროვნულმა საფეხბურთო გუნდმა თბილისიდან მალაგაში ჩარტერული რეისით იმგზავრა, საიდანაც გიბრალტარში ჩავიდა.

ვილი სანიოლის გუნდი გიბრალტარში 22 ფეხბურთელის შემადგენლობით იმყოფება. ნაკრებთან ერთად გიორგი ჩაკვეტაძე ვერ გაემგზავრა – სფფ-ს ცნობით, მიზეზი მაღალი ტემპერატურაა და სამწუხაროდ, 23 წლის შემტევი ნახევარმცველი ბოლო ტურის შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

დღეს, 25 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები გიბრალტარში ივარჯიშებს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე, მთავარი მწვრთნელის ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართება.

25 სექტემბრის განრიგი (თბილისის დროით)

12:00 გიბრალტარის ნაკრების ვარჯიში

13:15 გიბრალტარის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

19:30 საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

20:00 საქართველოს ნაკრების ვარჯიში

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა C დივიზიონის მეოთხე ჯგუფის მეხუთე ტურში, ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა და ამ დროისთვის 13 ქულა აქვს.

გიბრალტარსა და საქართველოს შორის მატჩი 26 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.