საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში ერთი ადგილით დაწინაურდა

17:14, 24.10.2019

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ნაკრებმა ერთი ადგილით წინსვლა მოახერხა. ვლადიმირ ვაისის გუნდს 10 ქულა დაემატა და 90-ე პოზიციაზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ გასულ ერთ თვეში საქართველოს ნაკრებმა ევრო 2020-ის შესარჩევი ტურნირის ორი მატჩი ჩაატარა – შინ 0:0 ითამაშა ირლანდიასთან და სტუმრად 3:2 მოუგო გიბრალტარს.

რაც შეეხება საუკეთესო ათეულს, აქ ორი ცვლილება მოხდა: ადგილები გაცვალეს ხორვატიამ და ესპანეთმა, აგრეთვე, არგენტინამ და კოლუმბიამ.

ფიფას ახალი რეიტინგის ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

1(1). ბელგია – 1755

2(2). საფრანგეთი – 1726

3(3). ბრაზილია – 1715

4(4). ინგლისი – 1651

5(5). ურუგვაი – 1642

6(6). პორტუგალია – 1632

7(8). ხორვატია – 1631

8(7). ესპანეთი – 1625

9(10). არგენტინა – 1617

10(9). კოლუმბია – 1615

მსგავსი