საქართველოს ნაკრები ფიფა-ს რეიტინგში ერთი საფეხურით დაწინაურდა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები ფიფა-ს რეიტინგში ერთი საფეხურით დაწინაურდა #1TVSPORT

ფიფა-მ სანაკრებო რეიტინგი განაახლა. საქართველოს ნაკრები, ივნისში ჩატარებული ამხანაგური შეხვედრების შემდეგ (ფარერებთან 1:0, კაბო ვერდესთან 1:1), ერთი საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად 1375.23 ქულით 67-ე ადგილზეა.

რაც შეეხება მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს მეტოქეებს: ესპანეთს, რომელმაც ივნისში პორტუგალიასთან ერთა ლიგის ფინალი წააგო, 1867.09 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. რეიტინგში პოზიცია არ შეუცვლია თურქეთის ნაკრებს – ვინჩენცო მონტელას გუნდი 1553.19 ქულით 27-ე საფეხურზეა.

საქართველოს ნაკრების მსგავსად, ერთი პოზიციით დაწინაურდა ბულგარეთის ნაკრები და 1284.42 ქულით 84-ე ადგილს იკავებს.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის პირველ ორ შეხვედრას თბილისში გამართავს – 4 სექტემბერს თურქეთთან, 7-ში კი ბულგარეთთან.

ფიფა-ს რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1. არგენტინა – 1885.36 ქულა

2. ესპანეთი – 1867.09

3. საფრანგეთი – 1862.03

4. ინგლისი – 1813.32

5. ბრაზილია – 1777.69

6. პორტუგალია – 1770.53

7. ნიდერლანდები – 1758.18

8. ბელგია – 1736.38

9. გერმანია – 1716.98

10. ხორვატია – 1707.51