საქართველოს ნაკრები ფიფა-ს რეიტინგში დაწინაურდა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები ფიფა-ს რეიტინგში დაწინაურდა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფა-ს განახლებულ რეიტინგში ერთი ადგილით დაწინაურდა და 85-ე ადგილზე გადაინაცვლა. ეს მოულოდნელი იყო, რადგან „ჯვაროსნებს“ ნოემბრის შემდეგ აღარ უთამაშიათ. უეფა-ს ზონაში ჩვენი ნაკრები 38-ე ადგილზეა. აქვე ვიტყვით, რომ განახლებულ რეიტინგში ჩვენი ქალთა ნაკრები 125-ე პოზიციას იკავებს.

ტოპ-10

1. ბელგია 1828.45

2. ბრაზილია 1826.35

3. საფრანგეთი 1786.15

4. ინგლისი 1755.52

5. არგენტინა 1750.51

6. იტალია 1740.77

7 ესპანეთი 1704.75

8. პორტუგალია 1660.25

9. დანია 1654.54

10. ნიდერლანდები 1653.73

————————————–

85. საქართველო 1269.24

ყველაზე მოულოდნელი ისაა, რომ ათეულში არ არიან გერმანია (12 -1648.33), შვეიცარია (13 – 1642.83) და ხორვატია (15 – 1620.74)

აქვე გთავაზობთ შეფასებისთვის სამ დაჯგუფებას, სადაც საქართველოს ნაკრების მდგომარეობა ჩანს ერთა ლიგის ჯგუფში, კავკასიასა და პოსტსაბჭოეთის ქვეყნებში.

 

ერთა ლიგის ჯგუფი

67. ჩრდილოეთ მაკედონია 1367.23

71. ბულგარეთი 1345.47

85. საქართველო 1269.24

203. გიბრალტარი 853.6

 

კავკასია

საქართველო 85

სომხეთი 92

აზერბაიჯანი 120

 

პოსტსაბჭოეთი

უკრაინა 25

რუსეთი 34

უზბეკეთი 84

საქართველო 85

სომხეთი 92

ბელარუსი 94

ყირგიზეთი 96

ესტონეთი 107

ტაჯიკეთი 116

ყაზახეთი 119

აზერბაიჯანი 120

თურქმენეთი 133

ლატვია 134

ლიეტუვა 136

მოლდოვა 181