საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში ყველაზე ძვირად ღირებული გუნდია #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები ყველაზე ძვირად ღირებულია იმ გუნდებს შორის, რომლებიც ერთა ლიგის C დივიზიონის გზით ევრო 2024-ზე მოსახვედრად იბრძვიან – შეფასებას Transfermarkt-ი აქვეყნებს.
გერმანული სამენეჯერო ვებგვერდის მონაცემებით, ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალში გასული საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა ჯამური საბაზრო ღირებულება 155,7 მილიონი ევროა. მეორეზე საბერძნეთის ნაკრებია, რომლის შემადგენლობა 148,5 მილიონ ევროდ არის შეფასებული. მესამე ადგილზე კი ნახევარფინალში ჩვენი მეტოქე ლუქსემბურგია (30,9 მლნ), ხოლო ბოლოზე – ყაზახეთი (21,48 მლნ).
საქართველოს ნაკრები – 155,7 მილიონი ევრო
საბერძნეთის ნაკრები – 148,5 მლნ
ლუქსემბურგი – 30,9 მლნ
ყაზახეთი – 21,48 მლნ
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 21 მარტს საქართველოს ნაკრები პლეი ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს უმასპინძლებს, ხოლო საბერძნეთი – ყაზახეთს. ფინალი 26 მარტს გაიმართება – შეხვედრა საქართველო-ლუქსემბურგის მატჩში გამარჯვებული ნაკრების მოედანზე გაიმართება.