საქართველოს ნაკრები „დინამო არენაზე“ ივარჯიშებს - ჩრდილოეთ მაკედონიამდე სანიოლი მედიას შეხვდება [ვიდეო] #1TVSPORT

„ჯვაროსნები“ ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობენ. საწვრთნელი შეკრების მესამე დღეს, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშა.

„დინამო არენაზე“ დაგეგმილი მატჩის მონაწილე გუნდები, შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე 22 სექტემბერს ივარჯიშებენ. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე, „დინამო არენაზე“ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების მთავარი მწვრთნელები მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებენ.

22 სექტემბრის განრიგი – „დინამო არენა“

17:30 – საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

18:00 – საქართველოს ნაკრების ვარჯიში

19:00 – ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

19:30 – ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ვარჯიში

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა საფეხბურთო დაპირისპირება 23 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102,3).

უეფა-ს ერთა ლიგის მატჩების განრიგი

23 სექტემბერი – 20:00

საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონია

26 სექტემბერი – 22:45

გიბრალტარი – საქართველო