საქართველოს ნაკრები ბულგარეთშია - წიტაიშვილის ტრავმა საშიში არ გამოდგა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები ბულგარეთშია - წიტაიშვილის ტრავმა საშიში არ გამოდგა #1TVSPORT

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ბულგარეთშია, სადაც ჩვენი გუნდი ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთან უეფა-ს ერთა ლიგის მეორე შეხვედრას გამართავს.

ვილი სანიოლის გუნდი ვარნაში 3 ივნისს ჩავიდა. საქართველოს ნაკრები მეორე ტურის მატჩისთვის თამაშის მასპინძელ ქალაქ რაზგრადში მოემზადება.

4 ივნისს, ბულგარეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებები რაზგრადისლუდოგორეც არენაზე“ ივარჯიშებენ. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე მთავარი მწვრთნელების პრესკონფერენცია გაიმართება.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ბულგარეთში 29 ფეხბურთელის შემადგენლობით გაემგზავრა. ​გუნდშია გიორგი წიტაიშვილიც, რომელიც გიბრალტართან პირველ შეხვედრაში დაშავდა. საბედნიეროდ, მისი ტრავმა საშიში არ გამოდგა და სათამაშოდ მზადაა.

4 ივნისის განრიგი (თბილისის დროით):

18:30 – საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

19:00 – საქართველოს ნაკრების ვარჯიში

20:30 – ბულგარეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

21:00 – ბულგარეთის ნაკრების ვარჯიში

ბულგარეთისა და საქართველოს ნაკრებთა საფეხბურთო დაპირისპირება 5 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.