ბულგარეთთან სოფიაში - საქართველოს ნაკრები სექტემბერში მესამე მატჩს ჩაატარებს #1TVSPORT
ბულგარეთთან სოფიაში - საქართველოს ნაკრები სექტემბერში მესამე მატჩს ჩაატარებს #1TVSPORT
სექტემბერში, ორი ოფიციალური მატჩის გარდა, საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრასაც გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი სტუმრად ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება, – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.
ვილი სანიოლის გუნდი ბულგარეთის ეროვნული ნაკრებთან შეხვედრას სტუმრად გამართავს. მატჩი დედაქალაქ სოფიაში, ვასილ ლევსკის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 8 სექტემბერს თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება.
„ჩვენთის ყველა სანაკრებო პაუზის გამოყენება მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ ეროვნულმა ნაკრებმა რაც შეიძლება მეტი შეხვედრა რომ ჩაატაროს და მწვრთნელმა თამაშის შანსი ბევრ მოთამაშეს მისცეს. ბულგარეთის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრამდე ჩვენ ორ ოფიციალურ მატჩს გავმართავთ. ამხანაგურ თამაშს კი, მთავარი მწვრთნელი იმ ფეხბურთელების სანახავად გამოიყენებს, რომლებსაც ოფიციალურ მატჩებში ნაკლები დრო მიეცემათ“ – განაცხადა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბერში ოფიციალურ შეხვედრას ბათუმის ახალ სტადიონზე გამართავს – ვილი სანიოლის გუნდი 2 სექტემბერს კოსოვოს ნაკრებს უმასპინძლებს, 5 სექტემბერს კი – სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდება.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი
2 სექტემბერი, 20:00
საქართველო – კოსოვო
5 სექტემბერი, 22:45
ესპანეთი – საქართველო
საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
8 სექტემბერი, 20:30
ბულგარეთი – საქართველო