საქართველოს ნაკრები 9 ივნისს ამხანაგურ შეხვედრას გამართავს #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები 9 ივნისს ამხანაგურ შეხვედრას გამართავს #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 9 ივნისს ამხანაგურ მატჩში მონტენეგროს ნაკრებს შეხვდება – თამაში პოდგორიცაში, „გრადსკი სტადიონზე“ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 21 მარტს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგის წინააღმდეგ „დინამო არენაზე“ ჩაატარებს.