ამხანაგური მატჩი მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილესთან - საქართველოს ნაკრები 17 ნოემბერს მაროკოს ეთამაშება #1TVSPORT
ამხანაგური მატჩი მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილესთან - საქართველოს ნაკრები 17 ნოემბერს მაროკოს ეთამაშება #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო მატჩს 17 ნოემბერს გამართავს – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ვილი სანიოლის გუნდი საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში მაროკოს ნაკრებს დაუპირისპირდება. ამხანაგური თამაში საქართველოსა და მაროკოს შორის არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ჩატარდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავალი მეტოქე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა. მაროკოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 22-ე ადგილზეა, აფრიკის ზონის ქვეყნებს შორის კი მეორე პოზიციას იკავებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 14 ნოემბერს თბილისში შეიკრიბება, 15 ნოემბერს კი, ჩვენი გუნდი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრება.

საქართველოსა და მაროკოს საფეხბურთო ნაკრებთა ამხანაგური შეხვედრა 17 ნოემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.