საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შოტლანდიას ედინბურგში დაუპირისპირდება #1TVSPORT
როგორც ცნობილია, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2023 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებამდე, 26 აგვისტოს ტესტმატჩში შოტლანდიის ნაკრებს შეხვდება. აქამდე უცნობი იყო, სად ჩატარდებოდა ეს თამაში, ახლა კი გაირკვა, რომ მას შოტლანდიის დედაქალაქი ედინბურგი უმასპინძლებს.
შოტლანდიის ნაკრებთან ჩატარებული წინა ხუთი შეხვედრიდან ერთხელ 2011 წლის მსოფლიო თასზე 6:15 დავმარცხდით, დანარჩენ ოთხ შემთხვევაში კი ტესტმატჩები მოგვიგეს: 2016 წელს – 43:16, 2019-ში – 44:10 და 36:9, ბოლოს კი, 2020 წელს შემოდგომის ერთა თასზე – 48:7.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის სექტემბერში საფრანგეთში, რაგბის მსოფლიო თასზე, საქართველოს ნაკრები C ჯგუფში უელსის, ავსტრალიის, ფიჯისა და პორტუგალიის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. პირველ მატჩს „ბორჯღალოსნები“ 9 სექტემბერს ავსტრალიის წინააღმდეგ ჩაატარებენ.