მსოფლიო თასის დაწყებამდე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შოტლანდიას ეთამაშება #1TVSPORT
მსოფლიო თასის დაწყებამდე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შოტლანდიას ეთამაშება #1TVSPORT

2023 წელს საფრანგეთში რაგბის მსოფლიო თასის გთამაშება გაიმართება. საქართველოს ნაკრები C ჯგუფში უელსის, ავსტრალიის, ფიჯისა და პორტუგალიის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. პირველ შეხვედრას „ბორჯღალოსნები“ 9 სექტემბერს ავსტრალიის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

მსოფლიო თასისითვის მოსამზადებელ პერიოდში ლევან მაისაშვილის გუნდი ტესტმატჩებს გამართავს. ცნობილი გახდა, რომ 26 აგვისტოს ქართველი მორაგბეები შოტლანდიის ნაკრებს შეხვდებიან, თამაშის ჩატარების ადგილი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ეს იქნება საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების მეექვსე დაპირისპირება. წინა ხუთ შემთხვევაში გამარჯვება ბრიტანელებს დარჩათ. პირველად შოტლანდიელებს 2011 წლის მსოფლიო თასზე შევხვდით და  6:15 დავმარცხდით. დანარჩენ ოთხ შემთხვევაში კი ტესტმატჩები მოგვიგეს: 2016 წელს – 43:16, 2019-ში – 44:10 და 36:9, ბოლოს კი 2020 წელს, შემოდგომის ერთა თასზე – 48:7.