საქართველოს მკლავჭიდელთა კავშირის ყრილობა 29 ივნისს გაიმართება #1TVSPORT
საქართველოს მკლავჭიდელთა კავშირის ყრილობა 29 ივნისს გაიმართება #1TVSPORT

ააიპ საქართველოს მკლავჭიდელთა კავშირი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„კავშირის დელეგატებს, მოწვეულ სტუმრებს, მიმდინარე წლის 29 ივნისს, 12:00 საათზე გაიმართება ააიპ საქართველოს მკლავჭიდელთა კავშირის ყრილობა.

ყრილობის დღის წესრიგია – 1. წესდებაში ცვლილებების დამტკიცება; 2. პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტების და გამგეობის წევრების არჩევა.

მისამართი: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა N15ა, ოლიმპიური სასახლე.  საქართველოს მკლავჭიდელთა კავშირის პრეზიდენტი ავთანდილ ახვლედიანი“.