საქართველოს მეტოქემ ამხანაგური მატჩები დაგეგმა - ბულგარეთი ყატარსა და ხორვატიას შეხვდება #1TVSPORT
საქართველოს მეტოქემ ამხანაგური მატჩები დაგეგმა - ბულგარეთი ყატარსა და ხორვატიას შეხვდება #1TVSPORT

ბულგარეთის ნაკრები, რომელიც ერთა ლიგის ჯგუფში საქართველოს მეტოქეა, მარტში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს – ინფორმაციას ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი ავრცელებს.

ბულგარეთის ნაკრები ამ შეხვედრების ჩასატარებლად დოჰაში გაემგზავრება და 26 მარტს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ყატარს დაუპირისპირდება, ხოლო 29 მარტს მსოფლიოს მოქმედ ვიცე-ჩემპიონ ხორვატიას შეხვდება. ეს ერთა ლიგამდე გენერალური რეპეტიცია იქნება გუნდისთვის, რომლის მთავარმა მწვრთნელმა, იასენ პეტროვმა გასულ კვირას ახალი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულების პირობა მკაცრია – მან გუნდი ჯგუფში პირველ ადგილზე უნდა გაიყვანოს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს და ბულგარეთის ნაკრებები ერთა ლიგის „ც“ დივიზიონის მე-4 ჯგუფში ჩრდილოეთ მაკედონიასთან და გიბრალტართან ერთად მოხვდნენ. პირველი ტურის შეხვედრები 2 ივნისს გაიმართება.

საქართველოს და ბულგარეთის ნაკრებები ერთმანეთს მე-2 და მე-4 ტურში დაუპირისპირდებიან. 5 ივნისს პირველი მატჩი სოფიაში გაიმართება, ხოლო მეორე შეხვედრას საქართველო ერთ კვირაში, 12 ივნისს უმასპინძლებს.

ერთა ლიგა. „ც“ დივიზიონი. ჯგუფი 4

ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, საქართველო, გიბრალტარი

02/06/2022

საქართველო – გიბრალტარი

ბულგარეთი – ჩრდილოეთ მაკედონია

05/06/2022

ბულგარეთი – საქართველო

06/12/2022

საქართველო – ბულგარეთი