საქართველოს მასტერლიგის ნაკრები ევროპის თასზე პირველ თამაშს თურქეთთან ჩაატარებს #1TVSPORT
საქართელოს მასტერლიგის ნაკრები მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში გაემგზავრა, სადაც მინიფეხბურთში International Socca Federation-ის მიერ ორგანიზებულ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
1. გიორგი ნადირაძე, 3. ნიკა მნათობიშვილი, 4. მიხეილ თოფურია, 6. ერეკლე სულთანიშვილი, 7. გიორგი ქურდაძე, 9. გიორგი ჯინიკაშვილი, 10. ნიკა ძალამიძე, 12. ნიკოლოზ შურღაია, 13. ემზარ ნადირაძე, 18. გიორგი ნაფიშვილი, 20. ოთარ ხუციშვილი, 22. გიორგი ნავალოვსკი, 24. გიორგი ივანიშვილი.
საქართველოს ნაკრების ჯგუფური ეტაპის თამაშების განრიგი:
8 მაისი, 16:00 საათი
საქართველო – თურქეთი
9 მაისი, 23:55 საათი
საქართველო – პორტუგალია
10 მაისი, 21:00 საათი
საქართველო – მოლდოვა
თამაშების ნახვა პირდაპირ ეთერში შესაძლებელი იქნება International Socca Federation-ის იუთუბ არხსა და Master League-ს ფეისბუქ გვერდზე.