მასტერლიგის მსოფლიო ჩემპიონატი - საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა #1TVSPORT
მასტერლიგის მსოფლიო ჩემპიონატი - საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა #1TVSPORT

მასტერლიგის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები 1/16-ფინალში ხორვატიას დაუპირისპირდა, 0:1 დამარცხდა და ტურნირზე პირველი გამოსვლა დაასრულა.

გერმანიის ქალაქ ესენში მიმდინარე მასტერლიგის (6×6 ფეხბურთი) მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფის შეხვედრა დაძაბული გამოდგა და მისი ბედი მხოლოდ მატჩის მიწურულს გადაწყდა.

საქართველოს ნაკრებს დაწინაურების შანსი ჰქონდა, მაგრამ ლევან ჩიხრაძის დარტყმა ძელს მოხვდა, ლაშა თოთაძემ კი მიზანს სანტიმეტრებით ააცილა. ხორვატებმა ამის შემდეგ სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს და 36-ე წუთზე ჰალუშკას გოლით დაწინაურდნენ.

საქართველოს ნაკრებმა თამაშის გადარჩენა სცადა, გიორგი კიკნაძე შესანიშნავი დრიბლინგით მეტოქეებს გასცდა და ძლიერად დაარტყა, მაგრამ ხორვატები მეკარემ გადაარჩინა და საბოლოოდ მომდევნო ეტაპზე ბალკანელები გავიდნენ.