საქართველოს მასტერლიგის ნაკრები ევროპის თასის მერვედფინალში ითამაშებს #1TVSPORT
საქართველოს მასტერლიგის ნაკრებმა ევროპის თასზე (Socca EuroCup 2024) მესამე შეხვედრა მოლდოვასთან ფრედ 2:2 დაასრულა და პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.
თანაბარი და უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მატჩის მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრები ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა. ანგარიში 26-ე წუთზე ნიკა ძალამიძემ გახსნა, 35-ე წუთზე კი გიორგი ქურდაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა – თამაშის დასრულებამდე 5 წუთი იყო დარჩენილი და, ერთი შეხედვით, მოგება რეალური ჩანდა.
მაგრამ მოლდავამ ქულა მაინც გადაარჩინა – ჯერ პეტრუ პოპესკუმ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, ხოლო 37-ე წუთზე გენადი პლონისმა მეორე ბურთიც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ბოლო წამებზე არბიტრმა საკამთო ვითარებაში მოედნიდან გიორგი ნავალოვსკი გააძევა და ის მომდევნო შეხვედრას გამოტოვებს.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში თურქეთმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა და 6 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო საქართველოს ნაკრები 5 ქულით მეორე პოზიციაზე გავიდა და პლეი ოფში E ჯგუფის მეორეადგილოსან სერბეთს შეხვდება.