საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა უნგრეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩი უნგრეთთან სტუმრად გამართა და ერთი ბურთის სხვაობით 31:30 გაიმარჯვა.
შეხვედრის პირველ ტაიმში ქართველმა ხელბურთელებმა სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს – 17:14. მეორე ნახევარი ძალიან დაძაბული გამოვიდა, მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე საქართველო 28:30 მარცხდებოდა, თუმცა არსენაშვილისა და ცხოვრებაძის გოლებით ნაკრებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო უნგრეთის კარის მიმართულებით ბოლო წამზე დანიშნული შვიდმეტრიანის გამოყენება ისევ ცხოვრებაძემ მოახერხა და მატჩში საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 31:30.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საუკეთესო მესამეადგილოსნების ოთხეულში მოხვდა და კონტინენტის პირველობაზე ისტორიაში პირველად ითამაშებს. ევროპირველობა 2024 წლის 10-28 იანვარს გერმანიაში ჩატარდება.