საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა თბილისში ლიეტუვა დაამარცხა #1TVSPORT
2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ნაკრები თბილისში ლიეტუვას დაუპირისპირდა და ბალტიისპირელები მარტივად 32:18 დაამარცხა.
ჩვენი ეროვნული გუნდი მე-6 ჯგუფში უნგრეთთან, შვეიცარიასა და ლიეტუვასთან ერთად ასპარეზობს.
ევროპის ჩემპიონატი 2024 წლის 10-28 იანვარს გერმანიაში გაიმართება, მასში მონაწილეობას 24 ნაკრები მიიღებს. ტურნირის მასპინძელი გერმანია და გასული ევროპირველობის სამი საუკეთესო გუნდი (შვედეთი, ესპანეთი, დანია) ტურნირზე ავტომატურად არიან დაშვებული, მათ შესარჩევი ტურნირიდან 20 საუკეთესო შეუერთდება. საკვალიფიკაციო ეტაპზე 8 ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასულ ნაკრებებს 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი დაემატება.
სატურნირო მდგომარეობა |
უნგრეთი |
2 |
2 |
0 |
0 |
77:47 |
4 |
შვეცარია |
2 |
2 |
0 |
0 |
51:49 |
4 |
საქართველო |
3 |
1 |
0 |
2 |
79:83 |
2 |
საქართველო |
3 |
0 |
0 |
3 |
67:95 |
0 |
საქართველოს ნაკრების დარჩენილი მატჩების კალენდარი:
12 მარტი – ლიეტუვა-საქართველო
26 აპრილი – საქართველო-შვეიცარია
30 აპრილი – უნგრეთი-საქართველო