საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე მესამე ადგილზე გავიდა
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო დღეს ისრაელის გუნდთან ფრედ 23-23 ითამაშა და მესამე ადგილს დასჯერდა. მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე საქართველოს ნაკრები 21-17 იგებდა. ჩვენს ქვეჯგუფში ლიტვამ 29-27 მოუგო ლატვიის გუნდს და მომდევნო ეტაპზე, პლეიოფში გავიდა.
ევრო 2018 ხორვატიაში, 12-28 იანვარს გაიმართება.
16 მონაწილიდან მსოფლიო 2019 წლის ჩემპიონატის საგზური უკვე აქვთ 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონ საფრანგეთს, ასევე 2019 წლის მასპინძლებს – გერმანიას და დანიას. მათ დაემატება სამი საუკეთესო გუნდი ევრო 2018-დან. დანარჩენი 10 გუნდი გადავა მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში. პლეიოფის მონაწილე იქნება ჩამოთვლილი 13 ქვეყნიდან 10: ავსტრია, ბელარუსი, ხორვატია, ჩეხეთი, ესპანეთი, უნგრეთი, ისლანდია, მაკედონია, მონტენეგრო, ნორვეგია, სლოვენია, სერბეთი, შვედეთი.