საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ლიეტუვასთან სტუმრად დამარცხდა #1TVSPORT
2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები სტუმრად ლიეტუვას დაუპირისპირდა და 27-35 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის რამდენიმე დღის წინ თბილისში გამართულ შეხვდედრაში ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა 32-18 გაიმარჯვა.
კონტინენტის პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ოთხი ტურის შემდეგ საქართველო და ლიეტუვა 2-2 ქულით მე-3 და მე-4 ადგილს იყოფენ. უნგრეთს სამი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს, შევეიცარიას კი – 4.
ევროპის ჩემპიონატი 2024 წლის 10-28 იანვარს გერმანიაში გაიმართება, მასში მონაწილეობას 24 ნაკრები მიიღებს. ტურნირის მასპინძელი გერმანია და გასული ევროპირველობის სამი საუკეთესო გუნდი (შვედეთი, ესპანეთი, დანია) ტურნირზე ავტომატურად არიან დაშვებულები, მათ შესარჩევი ტურნირიდან 20 საუკეთესო შეუერთდება. საკვალიფიკაციო ეტაპზე 8 ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასულ ნაკრებებს 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი დაემატება. საქართველოს ნაკრების დარჩენილი მატჩების კალენდარი:
26 აპრილი – საქართველო-შვეიცარია
30 აპრილი – უნგრეთი-საქართველო