საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ლიეტუვასთან საკვალიფიკაციო მატჩისთვის ემზადება - ტიტე კალანდაძემ შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ლიეტუვასთან საკვალიფიკაციო მატჩისთვის ემზადება - ტიტე კალანდაძემ შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

8 მარტს, 18:00 საათზე საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები თბილისის ოლიმპიურ სპორტის სასახლეში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში ლიეტუვის ნაკრებს უმასპინძლებს. გულშემატკივრებისთვის შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

მეექვსე შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები უნგრეთის, შვეიცარიისა და ლიეტუვის ნაკრებები არიან.

ლიეტუვასთან მატჩისთვის საქართველოს შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები – ზურაბ ცინცაძე, დავით ნიქაბაძე.

უკანა ხაზი – გიორგი ცხოვრებაძე, ნიკოლოზ კალანდაძე, ირაკლი კბილაშვილი, თეიმურაზ ორჯონიკიძე, მირიან გავაშელიშვილი, ზურიკო სიმონია, ზურაბ გოგავა.

გარემარბები – გიორგი დიხამინჯია, ხაზეინ რუსტამოვი, ზურაბ აბრამიშვილი, ირაკლი გოგოლაძე.

ხაზის მოთამაშეები – ერეკლე არსენაშვილი, გიორგი ლაპიაშვილი.

მთავარი მწვრთნელი – ტიტე კალანდაძე.

სატურნირო მდგომარეობა
უნგრეთი 2 2 0 0 77:47 4
შვეცარია 2 2 0 0 51:49 4
ლიეტუვა 2 0 0 2 49:63 0
საქართველო 2 0 0 2 47:65 0

 

დარჩენილი მატჩების კალენდარი:

8 მარტი – საქართველო-ლიეტუვა

12 მარტი – ლიეტუვა-საქართველო

26 აპრილი – საქართველო-შვეიცარია

30 აპრილი – უნგრეთი-საქართველო

ევროპის ჩემპიონატი 2024 წლის 10-28 იანვარს გერმანიაში გაიმართება, მასში მონაწილეობას 24 ნაკრები მიიღებს. ტურნირის მასპინძელი გერმანია და გასული ევროპირველობის სამი საუკეთესო გუნდი (შვედეთი, ესპანეთი, დანია) ტურნირზე ავტომატურად არიან დაშვებული, მათ შესარჩევი ტურნირიდან 20 საუკეთესო შეუერთდება. საკვალიფიკაციო ეტაპზე 8 ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასულ ნაკრებებს 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი დაემატება.