საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები კვიპროსთან დამარცხდა [ვიდეო]
ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრაში, ქართველებმა კვიპროსთან 24-25 წააგეს. საქართველოს ნაკრებმა ამ ეტაპზე კონტინენტის პირველობის პლეიოფის საგზური პირველი ცდით ვერ მოიპოვა, თუმცა გუნდს კიდევ აქვს შანსი ევრო 2022-ის საგზურისათვის ბრძოლა გააგრძელოს. კვიპროსი და მეორე ჯგუფის გამარჯვებული, ლუქსემბურგი უკვე გავიდნენ კვალიფიკაციის მეორე რაუნდში, ხოლო პირველი ეტაპის მონაწილე დანარჩენ 6 გუნდს ამის საშუალება ჩელენჯ ტროფიზე ექნება. ტურნირი 2019 წლის აპრილიდან-ივნისამდე გაიმართება და მისი გამარჯვებული მესამე საგზურს მიიღებს.
შეგახსენებთ რომ საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 3 შეხვედრა გამართა. პირველი ორი მატჩი ქართველებმა მალტას და აზერბაიჯანს მოუგეს, გადამწყვეტ დაპირისპირებაში კი კვიპროსთან დამარცხდნენ.
საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ ეროვნული გუნდის წევრებმა საქართველოს ხელბურთის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, ვიდეო მიმართვა გაავრცელეს.