საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები კვიპროსთან დამარცხდა [ვიდეო]

13:08, 14.01.2019

ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრაში, ქართველებმა კვიპროსთან 24-25 წააგეს. საქართველოს ნაკრებმა ამ ეტაპზე კონტინენტის პირველობის პლეიოფის საგზური პირველი ცდით ვერ მოიპოვა, თუმცა გუნდს კიდევ აქვს შანსი ევრო 2022-ის საგზურისათვის ბრძოლა გააგრძელოს. კვიპროსი და მეორე ჯგუფის გამარჯვებული, ლუქსემბურგი უკვე გავიდნენ კვალიფიკაციის მეორე რაუნდში, ხოლო პირველი ეტაპის მონაწილე დანარჩენ 6 გუნდს ამის საშუალება ჩელენჯ ტროფიზე ექნება. ტურნირი 2019 წლის აპრილიდან-ივნისამდე გაიმართება და მისი გამარჯვებული მესამე საგზურს მიიღებს.

შეგახსენებთ რომ საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 3 შეხვედრა გამართა. პირველი ორი მატჩი ქართველებმა მალტას და აზერბაიჯანს მოუგეს, გადამწყვეტ დაპირისპირებაში კი კვიპროსთან დამარცხდნენ.

საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ ეროვნული გუნდის წევრებმა საქართველოს ხელბურთის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, ვიდეო მიმართვა გაავრცელეს.

მსგავსი