საქართველოს ხელბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს #1TVSPORT
საქართველოს ხელბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს ხელბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩვენი გუნდი 2-13 აგვისტოს ხორვატიაში გასამართ პლანეტის პირველობაზე F ჯგუფში ნორვეგიასთან, მონტენეგროსთან და მაკედონიასთან ერთად იასპარეზებს.

კენჭისყრის შედეგად 32 გუნდისგან 8 ჯგუფი ჩამოყალიბდა. ჩემპიონატს ეყოლება ექვსი დებიუტანტი: ბურუნდი, ჩეხეთი, ფარერის კუნძულები, მონტენეგრო, რუანდა და აშშ.

მონაწილე ქვეყნები:

აფრიკა: ალჟირი, ბურუნდი, ეგვიპტე, მაროკო, რუანდა.

აზია: ბაჰრეინი, ირანი, იაპონია, სამხრეთ კორეა, საუდის არაბეთი.

ევროპა: ავსტრია, ჩეხეთი, ხორვატია, დანია, ფარერის კუნძულები, გერმანია, საქართველო, უნგრეთი, ისლანდია, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პორტუგალია, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი.

ჩრდილოეთ ამერიკა: მექსიკა, აშშ.

ოკეანეთი: ახალი ზელანდია.

სამხრეთ და ცენტრალური ამერიკა: არგენტინა, ბრაზილია, ჩილე.

ჯგუფები:

A ჯგუფი: პორტუგალია, ხორვატია, რუანდა, ალჟირი

B ჯგუფი: უნგრეთი, სლოვენია, მაროკო, ახალი ზელანდია

C ჯგუფი: ეგვიპტე, ისლანდია, იაპონია, ჩეხეთი

D ჯგუფი: ესპანეთი, სამხრეთ კორეა, ბრაზილია, ბაჰრეინი

E ჯგუფი: დანია, ავსტრია, ჩილე, მექსიკა

F ჯგუფი: ნორვეგია, მონტენეგრო, მაკედონია, საქართველო

G ჯგუფი: გერმანია, არგენტინა, საუდის არაბეთი, აშშ

H ჯგუფი: შვედეთი, ფარერები, ირანი, ბურუნდი