საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას ახალი გენერალური მდივანი ჰყავს #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას ახალი გენერალური მდივანი ჰყავს #1TVSPORT

6 დეკემბერს გამართულ გამგეობის სხდომაზე გენერალურმა მდივანმა, დავით საყვარელიძემ წევრებს თავისი ერთწლიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ ბატონ დავითს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო გამგეობას ახალი გენერალური მდივნის პოსტზე ლაშა გამყრელიძის კანდიდატურა წარუდგინა.

შეგახსენებთ, რომ გამყრელიძე ერთი წლის განმავლობაში სწორედ გენერალური მდივნის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, მანამდე იგი გამგეობის წევრი და საქართველოს კალათბურთელთა კავშირის პრეზიდენტი გახლდათ. გამგეობის საერთო გადაწყვეტილებით, ლაშა გამყრელიძე არჩეულ იქნა ახალ გენერალურ მდივნად და იგი უკვე დღეიდან მოვალეობების შესრულებას შეუდგება.

gbf.ge