საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში ადასტურებენ, რომ „ყაზტრანგაზ-თბილისის“ შეძენაზე შეთანხმება მიღწეულია
საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში ადასტურებენ, რომ „ყაზტრანგაზ-თბილისის“ შეძენაზე შეთანხმება მიღწეულია

საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფსა და „ყაზმუნაიგაზს“ შორის „ყაზტრანგაზ-თბილისში“ წილის გასხვისების შესახებ პრინციპული თანხმობა უკვე მიღწეულია. როგორც საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში აცხადებენ, ბოლო პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკება ყაზახურ მხარესთან, კერძოდ, კორპორაცია „ყაზმუნაიგაზთან“, შპს „ყაზტრანგაზ-თბილისის“ საწესდებო კაპიტალში მათ საკუთრებაში არსებული წილის 100% გამოსყიდვის შესახებ.

„გარიგების მასშტაბურობიდან გამომდინარე, აუცილებელია, საბოლოო იურიდიული დეტალების დაზუსტება, რაც გარიგების გასაფორმებლად გარკვეულ დამატებით დროს მოითხოვს. “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” ითვალისწინებს რა ამ საკითხის გარშემო არსებულ ფართო საჯარო ინტერესს, გამოთქვამს მზადყოფნას, აღნიშნული საბოლოო სამართლებრივი პროცესის დასრულების შემდეგ გაავრცელოს ოფიციალური ინფორმაცია გარიგების შესახებ“, – აცხადებენ კომპანიაში.

ყაზახური საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ 40 მილიონ დოლარად „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ ყიდულობს.