მედიის ინფორმაციით, „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ 40 მილიონ დოლარად „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ ყიდულობს
მედიის ინფორმაციით, „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ 40 მილიონ დოლარად „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ ყიდულობს

ყაზტრანსგაზ-თბილისს“ 40 მილიონ დოლარად „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ ყიდულობს. ამის შესახებ ყაზახური საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან.

ქართული აქტივის გაყიდვის გადაწყვეტილების შესახებ „ყაზტრანსგაზმა“ ყაზახეთის საფონდო ბირჟას აცნობა.

თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზმა“ 2005 წელს შეიძინა. თუმცა, ბოლო წლებში აქტივს ვერ მართავს. დაგროვილი დავალიანების გამო, კომპანიაში დანიშნულია დროებითი მმართველი.

ყაზახური მენეჯმენტისთვის კომპანიის დაბრუნებაზე მოლაპარაკებები უშედეგოდ მიმდინარეობდა. 2017 წელს „ყაზტრანსგაზმა“ ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.